Accessibility links

logo-print

ირანი „პოლიტიკური ნების“ გამოვლენის მოწოდებით გამოდის, ბირთვული პროგრამის თაობაზე


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამად ჯავად ზარიფის თქმით, თეირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებებში პროგრესის მისაღწევად საჭიროა „პოლიტიკური ნების“ გამოვლენა. ზარიფის შეფასებით, ამგვარი პროგრესის მიღწევა „შესაძლებელია.“ ზარიფი 16 იანვარს გვიან ღამით დაბრუნდა ჟენევაში პარიზიდან, სადაც შეხვედრები გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლორან ფაბიუსთან. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ასევე ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი რიაბკოვს, ხოლო 17 იანვარს ტელეფონით ისაუბრებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფილიპ ჰემონდთან. 17 იანვარს ჟენევაში მოლაპარაკებებს გააგრძელებენ ირანის და აშშ-ის წარმომადგენლები, შეხვედრას დაესწრება ევროკავშირის დელეგაციაც. შემდგომი მოლაპარაკებები 18 იანვარსაა დაგეგმილი. ირანი მოლაპარაკებებს აწარმოებს მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანასთან (ჩინეთთან, საფრანგეთთან, რუსეთთან, ბრიტანეთთან, აშშ-სთან და გერმანიასთან). მოლაპარაკების მიზანია თეირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვა, საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. ირანი უარყოფს ბრალდებას, რომ ის ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს.

XS
SM
MD
LG