Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მუდისმა“ დასწია რუსეთის საკრედიტო რეიტინგი


ნიუ-იორკში დაფუძნებულმა სარეიტინგო კომპანია „მუდისმა“ (Moody's) 16 იანვარს მნიშვნელოვნად დასწია რუსეთის საკრედიტო რეიტინგი და განაცხადა, რომ განიხილება მაჩვენებლის კიდევ უფრო დადაბლება. კომპანიის თანახმად, ნავთობის ფასების და რუბლის ღირებულების მკვეთრი კლებაკიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს რუსეთის ეკონომიკურ პოტენციალს. სააგენტო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მთავრობის ფინანსური პოტენციალის თაობაზე. რუსეთის საკრედიტო რეიტინგი Baa2-დან Baa-3-ზე დაეცა. Baa3 წარმოადგენს ყველაზე დაბალ ნიშნულს „ინვესტიციების დონის“ დამოუკიდებელი ობლიგაციებისთვის. კომპანიის პროგნოზით, რუსეთის ეკონომიკა 2015 წელს დაახლოებით 5,5 პროცენტით შეიკვეცება, 2016-ში კი ეს მაჩვენებელი 3 პროცენტი იქნება - „რაც 10 წლის განმავლობაში, 2018 წლის ჩათვლით, რეალურ ზრდას ფაქტობრივად ნულს გაუტოლებს.“

XS
SM
MD
LG