Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიაში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები


ბელგიის ხელისუფლება სამხედროების დისლოცირების გზით აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე, ისლამისტურ ტერორიზმში ეჭვმიტანილი ქსელის მიმართ განხორციელებულ რეიდს ორი ადამიანი ემსხვერპლა. პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელის ოფისის განცხადებით, დედაქალაქ ბრიუსელში და ანტვერპენში 300-მდე სამხედროა განთავსებული. რეიდის მსვლელობისას დააკავეს ერთი მამაკაცი, რომელიც უარყოფს კავშირს ტერორიზმთან. რეიდის შემდეგ ბელგიის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის მასშტაბით კიდევ 13 პირი დააკავეს და მათგან ხუთს „ტერორისტულ ჯგუფში მონაწილეობის“ ბრალდება წაუყენეს. ბელგიის ოფიციალური პირების ცნობით, დაკავებულებიდან რამდენიმეს სირიაში აქვს გატარებული გარკვეული პერიოდი. საფრანგეთში პოლიციამ 15 იანვარს 12 პირი დააკავა და დაკითხა 7 იანვარს, სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ მიტანილ იერიშთან შესაძლო კავშირის თაობაზე.

XS
SM
MD
LG