Accessibility links

აშშ-ის უზენაესი სასამართლო განიხილავს ჰომოსექსუალთა ქორწინების საკითხს


აშშ-ის უზენაესი სასამართლო იმის შესახებ იმსჯელებს, აძლევს თუ არა აშშ-ის კონსტიტუცია მოქალაქეებს უფლებას ერთი სქესის ადამიანებს შორის გააფორმონ ქორწინება. სასამართლომ 16 იანვარს გამოაცხადა, რომ განიხილავს აპელაციას, რომლითაც ოთხ შტატში ძალაში დარჩა ჰომოსექსუალთა ქორწინების აკრძალვა. როგორც ვარაუდობენ, საქმის განხილვა გაიმართება აპრილში, გადაწყვეტილებას კი ივნისში მიიღებენ. გეი და ლესბოსელ წყვილებს ამჟამად 14 შტატში არ შეუძლიათ დაქორწინება. იმ შტატების რიცხვი, სადაც ერთი სქესის ადამიანებს შორის ქორწინება ნებადართულია, სწრაფად გაიზარდა 2013 წლის შემდეგ - როცა უზენაესმა სასამართლომ გააუქმა იმ კანონის ნაწილი, რომელიც ერთი სქესის წყვილებს უკრძალავდა ფედერალური დახმარებით სარგებლობას. აშშ-ის მოსახლეობის დაახლოებით 70 პროცენტი ცხოვრობს ადგილებში, სადაც ჰომოსექსუალებს შეუძლიათ დაქორწინება.

XS
SM
MD
LG