Accessibility links

logo-print

თბილისში იმყოფება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი


ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, სპენსერ ოლივერი თბილისში იმყოფება, 2016 წელს ყოველწლიური სესიის საქართველოში ჩასატარებლად მზადების დაწყების მიზნით. დღეს გაიმართა მისი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგმო აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულება „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ და ცხინვალის რეჟიმთან მსგავსი დოკუმენტის გაფორმების პროექტი.

XS
SM
MD
LG