Accessibility links

მძაფრდება ბრძოლა დონეცკის აეროპორტისთვის


17 იანვარს გამძაფრდა დონეცკის აეროპორტზე კონტროლის დამყარებისთვის ბრძოლა უკრაინის არმიას და პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის. დღის განმავლობაში იყო აფეთქებები, ისმოდა საარტილერიო ცეცხლის ხმა, დაღუპულია კიდევ სულ მცირე ექვსი ადამიანი. კიევმა დამატებითი ძალები მიავლინა თოვლიან ფრონტის ხაზზე, სადაც მთავრობა აცხადებს, რომ მისი ძალები იცავენ თავიანთ პოზიციებს, მიუხედავად სეპარატისტთა განცხადებისა, რომ მათ მთელი აეროპორტი დაიკავეს. ადგილზე დისლოცირებული სამთავრობო ძალების ცნობით, მათი პოზიციებისთვის გახსნილი ცეცხლი ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიურია 9 თვის განმავლობაში მიმდინარე ომში. აეროპორტში ბოლო დღეებში ბრძოლა გამძაფრდა, მიუხედავად სექტემბერში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებისა. წარუმატებლად დამთავრდა მინსკში სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების მცდელობები. გაეროს უშიშროების საბჭომ 16 იანვარს გამოაცხადა, რომ უკრაინის კრიზისზე მსჯელობის მიზნით მომავალ კვირაში სხდომას გამართავს. ეს საბჭოს 27-ე შეხვედრა იქნება ამ კრიზისის თაობაზე, რომელსაც 4,700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG