Accessibility links

logo-print

აშშ და ბრიტანეთი ლონდონში უმასპინძლებენ შეხვედრას„ისლამური სახელმწიფოს“ თაობაზე


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფილიპ ჰემონდი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი 22 იანვარს ლონდონში უმასპინძლებენ ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის წევრების შეხვედრას. გავრცელებული ცნობებით, ერთდღიან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ 20-მდე ქვეყნის, მათ შორის არაბული სახელმწიფოების წარმომადგენლები. ჰემონდმა გაზეთ „დეილი ტელეგრაფს“ უთხრა, რომ ეს შეხვედრა შექმნის „მნიშვნელოვან შესაძლებლობას გაანალიზდეს და შეფასდეს ამ ეტაპამდე მიღწეული პროგრესი ჩვენს ერთობლივ მცდელობაში მიზანში ამოვიღოთ [ისლამური სახელმწიფოს] შხამიანი იდეოლოგია.“ ჰემონდის აზრით, უაღრესად მნიშვნელოვანია იმის გააზრება, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს უცხოელი მებრძოლების საკითხის, ექსტრემისტების დაფინანსების წინააღმდეგ, ჰუმანიტარული დახმარების გასაძლიერებლად და კოორდინირებული სამხედრო კამპანიის გასაგრძელებლად. შეხვედრის შესახებ განცხადების ფონია მიმდინარე კვირაში აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამასა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის შეხვედრა.

XS
SM
MD
LG