Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანილაში მილიონობით პირი დაესწრო პაპის მიერ ჩატარებულ მსახურებას


ფილიპინების დედაქალაქ მანილაში 18 იანვარს მილიონობით პირი დაესწრო რომის პაპის მიერ ჩატარებულ საკვირაო მსახურებას, ძლიერი წვიმის მიუხედავად. როგორც იუწყებიან, მანილას რიზალის პარკში პაპის მოსასმენად სამმა მილიონმა ადამიანმა მოიყარა თავი. რომის პაპმა ქადაგება ნაწილობრივ მიუძღვნა 2013 წელს, დამანგრეველი ტაიფუნის, „ჰაიანის“ მსხვერპლთ. ტაიფუნმა გაანადგურა ერთ-ერთი რეგიონი ფილიპინების ყველაზე ღარიბ არეალებს შორის. პაპმა ბავშვების თაობაზეც ისაუბრა და განაცხადა, „ჩვენს ახალგაზრდებზე უნდა ვიზრუნოთ, არ უნდა დავუშვათ რომ მათ იმედი გაუქრეს და ქუჩებში ცხოვრებისთვის იყვნენ განწირულიო.“ ორგანიზატორები პაპის მსახურებაზე 6 მილიონამდე ადამიანის მისვლას ელოდებოდნენ. ფილიპინებზე 80 მილიონი კათოლიკე ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG