Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყში ტყვეობიდან გაათავისუფლა 350 იეზიდი


ჩრდილოეთ ერაყში ქურთთა სამხედრო ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ იეზიდთა უმცირესობის წარმომადგენელი სულ მცირე 350 პირი იქნა გათავისუფლებული ჯგუფ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების მიერ. გათავისუფლებულთა უმრავლესობა მოხუცები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ან ავადმყოფები არიან, მათ შორისაა რამდენიმე ჩვილი, სერიოზული დაავადებებით. ექსტრემისტებმა ისინი გადაიყვანეს ჩრდილოეთის ქალაქ თალ აფარიდან, სადაც ბოლო ხუთი თვის განმავლობაში იყვნენ დატყვევებულნი. გათავისუფლებულები ექსტრემისტებმა 18 იანვარს ქურთთა რეგიონულ დედაქალაქ ირბილთან ახლოს გაუშვეს. ამჟამად ყოფილ ტყვეებს ქურთთა ხელისუფლების წარმომადგენლები დაკითხვებს უტარებენ. „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა ერაყის ჩრდილო-დასავლეთში იეზიდთა უმცირესობაზე გასულ ზაფხულში მიიტანეს იერიში, დახოცეს, ან ტყვედ აიყვანეს ამ ჯგუფის ათასობით წარმომადგენელი.

XS
SM
MD
LG