Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში იმართება მოლაპარაკება ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის


ჟენევაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის, თეირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე. ირანის და ჩინეთის, საფრანგეთის, რუსეთის, ბრიტანეთის, აშშ-ის და გერმანიის წარმომადგენლები ერთდღიანი შეხვედრისთვის შეიკრიბნენ შვეიცარიის ქალაქში. ირანის და აშშ-ის დელეგატებმა მოლაპარაკება გამართეს 17 იანვარსაც, რომელსაც ევროკავშირის დელეგაციაც დაესწრო. აშშ-ის კანონმდებლები გამოდიან ინიციატივით ირანს ახალი სანქციები დაუწესდეს იმ შემთხვევაში, თუ 30 ივნისამდე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ. მაგრამ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 16 იანვარს კონგრესს მიმართა თხოვნით თავი შეიკავოს ახალი სანქციების დაწესებისგან და განაცხადა, რომ სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ის ვეტოს დაადებს ამგვარ კანონპროექტს.მოლაპარაკებათა მიზანია თეირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვა, საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. ირანი უარყოფს ბრალდებას, რომ ის ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს.

XS
SM
MD
LG