Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგუშეთში გაიმართა საპროტესტო აქციები მუჰამედის კარიკატურების გამო


17 იანვარს ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ინგუშეთში გამართულ აქციაში, რომელიც დასავლეთის პუბლიკაციების მიერ წინასწარმეტყველი მუჰამედის შეურაცხყოფის გასაპროტესტებლად გაიმართა. რეპუბლიკის ხელმძღვანელმა, იუნუს-ბეკ ევკუროვმა აქციის მონაწილეებს 17 იანვარს უთხრა, კარიკატურების გამოქვეყნება უტოლდება „ზოგიერთი დასავლური სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო ექსტრემიზმსო.“ ანალოგიური საპროტესტო აქცია 19 იანვრისთვისაა დაგეგმილი ჩეჩნეთში. რესპუბლიკის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ აქციაში 500,000 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. რუსეთის მთავრობამ სამძიმარი გამთქვა 7 იანვარს, პარიზში, ტერორისტების მიერ სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ მიტანილი იერიშის გამო. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რამდენიმე დღეში მონაწილეობა მიიღო პარიზში გამართულ სოლიდარობის დემონსტრაციაში. მაგრამ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული მედია და სოციალურ ქსელებში მოქმედი ავტორები აცხადებენ, რომ თავდასხმის პროვოცირება მსხვერპლებმა მოახდინეს და გმობენ რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი მასალების გამოქვეყნებას.

XS
SM
MD
LG