Accessibility links

logo-print

უკრაინის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ მეამბოხეებისგან დაიბრუნებს აღმოსავლეთ რეგიონს


უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ კიევი დაიბრუნებს კონტროლს ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონზე, სადაც გამძაფრებულია ბრძოლა მთავრობის ძალებს და პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის. 18 იანვარს, კიევის ცენტრში გამართულ სამშვიდობო აქციაზე მისულ ათასობით მოქალაქეს პოროშენკომ უთხრა, უკრაინა სეპარატისტებს თავისი მიწის არც ერთ გოჯს არ დაუთმობსო. არმიის პრესმდივნის, ანდრეი ლისენკოს თქმით, უკრაინის სამხედროებმა წუხელ განახორციელეს „მასშტაბური ოპერაცია“ და თითქმის მთლიანად დაიბრუნეს დონეცკის აეროპორტის ტერიტორია - სადაც მანამდე სეპარატისტები ამყარებდნენ პოზიციებს. აეროპორტთან შეტევამ ბრძოლა საკუთრივ ქალაქს დაუახლოვა. ადგილობრივი მოსახლეები იუწყებიან ინტენსიური სროლის შესახებ, მათ შორის დონეცკის ცენტრიდან, სადაც სეპარატისტები არიან გამაგრებულნი. ლისენკოს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა ოთხი უკრაინელი სამხედრო და დაიჭრა 32.

XS
SM
MD
LG