Accessibility links

logo-print

აშშ-ის სპეცსამსახური: ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის სახლთან მანქანიდან ისროლეს


აშშ-ის სპეცსამსახურის ცნობით, ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დელავერის შტატში მდებარე სახლთან 17 იანვრის საღამოს რამდენჯერმე ისროლეს მანქანიდან. ბაიდენი და მისი მეუღლე იმ დროს სახლში არ იმყოფებოდნენ. სპეცსამსახურმა 18 იანვარს განაცხადა, რომ სროლა მოხდა საღამოს, დაახლოებით 8:25 საათზე, გრინვილში განთავსებულ სახლთან მიმდებარე უსაფრთხო პერიმეტრიდან გარეთ, საჯარო გზაზე. სროლის ხმა გაიგეს რეზიდენციაში დისლოცირებულმა სპეცსამსახურის მუშაკებმა. მათი თქმით, მანქანამ სახლს მაღალი სიჩქარით ჩაუარა და ადგილიდან მიიმალა. კომპანია CNN-ს მოაქვს სპეცსამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვები, რომ ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა მანქანით მოძრავი პირი, რომელიც ცდილობდა თავი გაესაღებინა არეალის გარე პერიმეტრის დაცვის ერთ-ერთ ოფიცრად. ამ ეტაპზე ამ ინდივიდს არ უკავშირებენ სროლის ინციდენტს.

XS
SM
MD
LG