Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ტერორიზმის საფრთხეს განიხილავს


დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 28 ქვეყნიდან ბრიუსელში შეხვდებიან და ტერორიზმის საფრთხეზე იმსჯელებენ. ევროპაში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები პარიზში განხორციელებული ტერორისტული შეტევისა და ბელგიაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ. შეხვედრის დროს ასევე განიხილავენ ევროკავშირის ურთიერთობას რუსეთთან. დასავლური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით შეხვედრაზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, მაგრამ მოამზადებენ წინადადებებს სპეციალური სამიტისთვის, რომელიც მომდევნო თვეს ჩატარდება.

XS
SM
MD
LG