Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: კანონში ცვლილება არ შეეხებათ უკრაინის ხელისუფლების მხარეზე მებრძოლ ქართველებს


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებით, უკანონო ფორმირებაში მონაწილეობის დასჯადობასთან დაკავშირებით ინიცირებული ცვლილება არ შეეხებათ იმ ქართველებს, რომლებიც უკრაინის ხელისუფლების მხარეს იბრძვიან. „საუბარია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ უკანონო ფორმირებებზე და არავითარ შემთხვევაში იმ მოქალაქეებზე, ვინც ხელისუფლების გვერდით იბრძვის", - განუცხადა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს. მისი განმარტებით სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება განაპირობა იმ აქტივობებმა, რომლებიც სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში ხორციელდება და ხშირ შემთხვევაში არ უკავშირდება კლასიკურად ტერორისტული ორგანიზაციების ცნებას.

XS
SM
MD
LG