Accessibility links

logo-print

კულტურის სამინისტრო ქართველი რეჟისორების წარმატებას აღნიშნავს


რეჟისორების ზაზა ურუშაძის და გიორგი ოვაშვილის ფილმების საერთაშორისო წარმატების აღსანიშნავად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მიღებას აწყობს. ღონისძიებაზე მოწვეული არიან ოსკარზე წარდგენილი ქართულენოვანი ფილმის გადამღები ჯგუფის წევრები და კინოხელოვანები. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება. ოსკარის 87-ე დაჯილდოვების ცერემონიაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ზაზა ურუშაძის "მანდარინები" მოხვდა. ფილმი ესტონეთმა წარადგინა. ამასთან, შესარჩევ ფილმებს შორის იყო გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული".

XS
SM
MD
LG