Accessibility links

logo-print

ლიკანში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „რიქსოს ბორჯომი“ გაიხსნა


„რიქსოს ბორჯომი“

„რიქსოს ბორჯომი“

ლიკანში საქართველოს საპარტნიორო ფონდმა და ყაზახეთის კომპანია "ყაზმუნაიგაზმა“ საზეიმო ვითარებაში გახსნეს ერთობლივი პროექტი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი „რიქსოს ბორჯომი“. სასტუმრო ლიკანში, ე.წ. მეოთხე სამმართველოს სახელით ცნობილ ტერიტორიაზე მდებარეობს. გახსნის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერები, მთავრობის, პარლამენტისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ საზეიმო ცერემონიალზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ტურისტულ ბაზარზე დაბრუნდა კურორტი, რომელიც წარსულში პოპულარული და ერთ-ერთი გამორჩეული დასასვენებელი ადგილი იყო. „სასტუმრო შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ ცხოვრებას გამოაცოცხლებს“, განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. „რიქსოს ბორჯომში" 151 ნომერია. კომპლექსი აერთიანებს რესტორანს, კაფე-ბარებს, საკონფერენციო დარბაზებს, გოლფისა და ფეხბურთის სათამაშო მოედნებს, სპა ცენტრს, საცურაო აუზსა და ბავშვთა გასართობ ცენტრს. პროექტის ჯამური ღირებულება 48 მილიონი აშშ დოლარია. საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა პროექტში კაპიტალის 50%-ია.

XS
SM
MD
LG