Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ტერორიზმის წინააღმდეგ ფართო ალიანსის შექმნისკენ მოწოდებით გამოდის


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას ფართო ანტიტერორისტული ალიანსი, რომელშიც მაჰმადიანი ქვეყნებიც გაერთიანდებიან. ფედერიკა მოგერინიმ ეს განაცხადა ბრიუსელში, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ამართება. შეხვედრას დაესწრება არაბული ლიგის გენერალური მდივანი. მოგერინის თქმით, საჭიროა მეტი თანამშრომლობა მაჰმადიანურ ქვეყნებსა და ევროკავშირს შიგნით. 7-9 იანვრის თავდასხმებმა პარიზში და შემდეგი კვირების რეიდებმა სავარაუდო ისლამისტების გამოსავლენად ევროპის დასავლეთის ქვეყნებში, გაზარდა შიში ევროპის იმ მოქალაქეთა მხრიდან საფრთხის მიმართ, რომლებიც სირიიდან და ერაყიდან, ბრძოლის ველიდან ბრუნდებიან. რუსეთთან გაფუჭებული ურთიერთობაც თემაა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 19 იანვრის შეხვედრაზე, რომელიც თებერვლის სამიტისთვის მომზადების ნაწილს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG