Accessibility links

ჩეჩნეთში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების საწინააღმდეგო მიტინგი მიმდინარეობს


ჩეჩნეთში, გროზნოში მიმდინარეობს ხალხმრავალი მიტინგი, რომელიც წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების წინააღმდეგ არის მიმართული. მათი ორგანიზატორების თანახმად, დემონსტრაცია, რომელიც მეჩეთთან მიმდინარეობს, მიმართულია მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ. რუსეთის მთავარმა მუფთიმ, რავილ გაინუტდინმა ტელევიზიით განაცხადა, რომ მთელ მსოფლიოს უნდა ვუთხრათ, რომ წინასწარმეტყველი მუჰამედი გვიყვარს და არავის მივცემთ უფლებას, შეურაცხყონ მუსლიმთა რელიგიური გრძნობები. მუფთიმ გააკრიტიკა ისლამისტების მიერ მოწყობილი თავდასხმები. შაბათს ანალოგიურ მიტინგი გაიმართა ინგუშეთში, ასევე მაჰმადიანურ რესპუბლიკაში.

XS
SM
MD
LG