Accessibility links

logo-print

გიუმრიში თავდასხმის მსხვერპლი ბავშვი გარდაიცვალა


სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაიცვალა ექვსი თვის ბიჭი, სერიოჟა ავეტისიანი, რომელიც რუსეთის სამხედრო ბაზის მახლობლად ექვსწევრიანი ოჯახის მკვლელობის დროს დაიჭრა. მას ერევანში საავადმყოფოში მკურნალობდნენ. პატარა სერიოჟა ოჯახის ერთადერთი წევრი იყო, რომელიც თავდასხმას გადაურჩა, დანით მიყენებული ჭრილობებით. ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთის სამხედრო ბაზაზე მოსამსახურე ჯარისკაცმა, ვალერი პერმიაკოვმა, აღიარა ოჯახის მკვლელობა. თავდასხმას გასულ კვირაში საპროტესტო აქციები მოჰყვა ერევანსა და გიუმრიში.

XS
SM
MD
LG