Accessibility links

მსოფლიო სიმდიდრის ნახევარი უმდიდრესი ერთი პროცენტის ხელში იქნება


სიღარიბის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციის თანახმად, 2016 წელს მსოფლიოს სიმდიდრის ნახევარი მსოფლიოს მოსახლეობის უმდიდრესი, მხოლოდ ერთი პროცენტის ხელში იქნება. ბრიტანეთში მოქმედი ოქსფამ ინტერნეშენელის თანახმად, შარშან მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონების წილი 48 პროცენტი გახდა და 2009 წელთან შედარებით ოთხი პროცენტით გაიზარდა. ანგარიში გამოქვეყნდა დავოსის ეკონომიკურ ფორუმის დაწყების გამო. ამ ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო სიმდიდრის მეორე ნახევარზე მეტი მსოფლიოს მოსახლეობის 20 პროცენტს ეკუთვნის.

XS
SM
MD
LG