Accessibility links

logo-print

მოსკოვი კიევს აფრთხილებს მეამბოხეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო


რუსეთმა განაცხადა, რომ კიევი ცდილობს აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის სამხედრო ძალის გზით მოგვარებას, რასაც შეუძლია უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის შეუქცევადი შედეგები მოიტანოს. ეს განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა. უკრაინის არმიის ცნობით, რუსეთიდან უკრაინის საზღვარი გადაკვეთა 700-დე სამხედრომ სეპარატისტების მხარდაჭერისთვის. უკრაინის აღმოსავლეთ რეგინში დღეს გაგრძელდა ბრძოლა შეიარაღებულ სეპარატისტებსა და მთავრობის ჯარს შორის. უკრაინის სამხედროთა თანახმად, მეამბოხეებმა სამთავრობო პოზიციებს და დასახლებულ არეალებს ჭურვებისულ მცირე, 35-ჯერ დაუშინეს ადგილობრივი დროით, დილის ექვსი საათის შემდეგ 18 იანვარს. ამავე ცნობით, უკრაინის ჯარმა თითქმის მთლიანად დაიბრუნა დონეცკის დანგრეული აეროპორტის თითქმის ყველა ნაწილი, რომლებიც სეპარატისტებმა ბოლო კვირებში დათმეს. სეპარატისტთა ლიდერისცნობით, უკრაინის მთავრობის ჯარის მცდელობა, კვლავ დაეკავებინა აეროპორტი, ჩაიფუშა. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წარმომადგენლის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უარი უთხრა პუტინის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას. 19 იანვარს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მოსკოვს, ხელი მოაწეროს განრიგს, რომელიც ხუთი სექტემბრის შეთანხმების იმ ნაწილის განხორციელებას უნდა შეუწყოს ხელი, რომელიც რეგიონიდან უცხოეთის ჯარების და მძიმე სამხედრო აღჭურვილობის გატანას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG