Accessibility links

logo-print

ირანში საპროტესტო გამოსვლა მოეწყო შარლი ებდოს გარეკანზე მუჰამედის კარიკატურის გამო


ირანის დედაქალაქ თეირანში ასეულობით ადამიანმა გამართა საპროტესტო გამოსვლა, რომლის მონაწილეთა სამიზნე იყო ფრანგული სატირული ჟურნალის, შარლი ებდოს გარეკანზე მუჰამედის კარიკატურა. თეირანში საფრანგეთის საელჩოსთან შეკრებილი დემონსტრანტები, რომელთა უმეტესობა სტუდენტები იყვნენ, გაიძახოდნენ ლოზუნგს, „ძირს სიონისტური საფრანგეთი“. ზოგიერთი დემონსტრანტი საელჩოს დახურვას მოითხოვდა. ჟურნალ შარლი ებდოს ბოლო ნომერის გარეკანზე გამოსახული იყო მომტირალი მუჰამედი, რომელსაც დაფა ეჭირა ხელში წარწერით, „მე შარლი ვარ“, რამაც მსოფლიოში ბევრი მაჰმადიანი გაანაწყენა. ირანმა დაგმო ტერაქტი საფრანგეთში, სადაც ჟურნალის რედაქციაზე მოხდა სისხლიანი თავდასხმა, მაგრამ გააკრიტიკა მკვლელობისშემდგომი ნომრის გარეკანი.

XS
SM
MD
LG