Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი გამოდის ტერორიზმის წინააღმდეგ ფართო კოალიციის შექმნის მოწოდებით


ისლამისტების მიერ საფრანგეთში მოწყობილი თავდასხმების ფონზე, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი, ფედერიკა მოგერინი გამოვიდა მოწოდებით შეიქმნას ფართო კონტრტერორისტული ალიანსი, რომელშიც მუსლიმური ქვეყნებიც გაერთიანდებიან. ფედერიკა მოგერინი ამ ინიციატივით გამოვიდა 19 იანვარს, ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ. შეხვედრას უნდა დასწრებოდა არაბთა ლიგის გენერალური მდივანი. მოგერინის თქმით, უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა როგორც საკუთრივ ევროკავშირის შიგნით, ისე მუსლიმურ ქვეყნებთან.

XS
SM
MD
LG