Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთში გაიმართა აქცია მუჰამედის კარიკატურების წინააღმდეგ


რუსეთის მკაცრად კონტროლირებულ, ძირითადად მუსლიმურ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ათი ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში, წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გაპროტესტების მიზნით სახელმწიფოს ორგანიზებით გამართულ დემონსტრაციებზე. ერთ-ერთ ყველაზე მასობრივ აქციაზე კრემლის მიერ მხარდაჭერილმა ჩეჩნეთის ლიდერმა მკაცრად გააკრიტიკა დასავლეთი და მიანიშნა, რომ პარიზში ისლამისტების მიერ მიტანილი იერიშების ძირითადი მიზეზი მორალური მანკიერებაა. რამზან კადიროვის აზრით, დასავლეთის მთავრობები მუსლიმთა სიბრაზეს თავიანთი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. ჩეჩნეთის მთავარი მეჩეთის წინ გამართული მასშტაბური აქცია რუსეთის მხრიდან გაცემული ორგანიზებული პასუხი იყო ფრანგულ სატირულ ჟურნალზე, „შარლი ებდოზე“ მიტანილ იერიშზე. თავდამსხმელები აცხადებდნენ, რომ ეს იყო შურისძიება ჟურნალის მიერ მუჰამედის კარიკატურების დაბეჭდვისთვის.

XS
SM
MD
LG