Accessibility links

ევროკავშირი გააღრმავებს ანტიტერორისტულ თანამშრომლობას არაწევრ ქვეყნებთან


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ პარიზში თავდასხმების ფონზე, ევროკავშირს სურს დაიწყოს ანტიტერორისტული პროექტი რამდენიმე მუსულმანურ სახელმწიფოსთან ერთად მათთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად. მოგერინიმ ამის შესახებ განაცხადა 19 იანვარს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ და აღნიშნა, რომ ევროკავშირი განიხილავს „მომავალ კვირებში ზოგიერთ ქვეყანასთან ერთად საგანგებო პროექტების წამოწყების საკითხს ანტიტერორისტული საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის ასამაღლებლად“. მოგერინიმ სავარაუდო პარტნიორ ქვეყნებს შორის დაასახელა: თურქეთი, ეგვიპტე, იემენი, ალჟირი და სპარსეთის ყურის ქვეყნები. მოგერინის განცხადებით, მინისტრებმა აგრეთვე გადაწყვიტეს გააძლიერონ ტერორისტული ქსელების დაფინანსების შეზღუდვის მცდელობა, გააუმჯობესონ ევროკავშირში არაბულენოვან სათვისტომოებთან კომუნიკაცია და გაგზავნონ საზღვარგარეთ „უსაფრთხოების ატაშეები“ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

XS
SM
MD
LG