Accessibility links

14 ადამიანი დაშავდა ხარკოვის სასამართლოს შენობასთან აფეთქების შედეგად


უკრაინის უშიშროების სამსახურის თანახმად, 14 ადამიანი დაიჭრა უკრაინის აღმოსავლეთში, ქალაქ ხარკოვის რაიონულ სასამართლოსთან მომხდარი აფეთქების შედეგად. მარკიან ლუბკივსკიმ, უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მრჩეველმა თავის „ფეისბუკ“ გვერდზე დაწერა, რომ 19 იანვრის ინციდენტი „ტერორისტულ აქტად“ განიხილება. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ხარკოვის ოლწში იტყობინება, რომ ჰოსპიტალიზებულია 6 დაშავებული და მათ მდგომარეობას მედიკოსები შეაფასებენ. ხარკოვში შეიქმნა ოპერატიული შტაბი, რომელშიც შედიან უკრაინის უშიშროების სამსახურის, შსს-სა და პროკურატურის წარმომადგენლები. „ინტერფაქს-უკრაინის“ ცნობით, აფეთქება მოხდა სასამართლოს შენობის ღობესთან, როცა სასამართლოს შენობიდან გამოდიოდნენ ადამიანები, მათ შორის, ისინი, ვინც აქტივისტ მიხაილ სოკოლოვის მიერ იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების საქმეზე გამართულ სხდომაში მონაწილეობისთვის იმყოფებოდნენ სასამართლოში. პარტია „მემარჯვენე სექტორის“ საოლქო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ დაშავებულთა შორის არიან მათი აქტივისტები, რომლებიც სასამართლოში სოკოლოვის მხარდასაჭერად მივიდნენ.

XS
SM
MD
LG