Accessibility links

"ისლამური სახელმწიფო" იაპონელი მძევლების დახოცვით იმუქრება


20 იანვარს ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო-ჩანაწერი, რომელშიც „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტული დაჯგუფება ორი იაპონელი მძევლის მოკვლით იმუქრება, თუკი 72 საათში 200 მილიონ დოლარ გამოსასყიდს არ მიიღებს. ჩანაწერში ნაჩვენებია ნარინჯისფერ კომბინეზონებში ჩაცმული ორი მძევალი. ისინი ამბობენ, რომ არიან კენჯი გოტო და ჰარუნა იუკავა. ვიდეო-ჩანაწერი გავრცელდა ექსტრემისტებთან ასოცირებული ვებ-საიტებზე და „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ადრე გავრცელებული ჩანაწერების მსგავსია. შავებში ჩაცმული პირი, რომელსაც დანა აქვს, აკრიტიკებს იაპონიის მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მოქმედი კოალიციის მხარდაჭერას. მამაკაცი, რომელიც ჩანაწერში ლაპარაკობს, ხმით წააგავს იმ ბრიტანელ ექსტრემისტს, რომელიც ადრინდელ ჩანაწერებში მძევლებისთვის თავის მოკვეთაში მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG