Accessibility links

logo-print

გრძელდება ბრძოლა დონეცკის აეროპორტისთვის


დონეცკის აეროპორტის კონტროლისთვის საომარი მოქმედებები გრძელდება. დონეცკის მცხოვრებლები იტყობინებიან, რომ ქალაქში ისმის სროლისა და აფეთქებების ხმა. დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ზახარჩენკომ 19 იანვარს განაცხადა, რომ პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა სტრატეგიული ობიექტის მთელი ტერიტორია დაიკავეს. უკრაინის არმიის სარდლობის წარმომადგენლები უარყოფენ ამ ინფორმაციას. დონბასში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 300 სეპარატისტი მოკლეს. უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინის არმიასთან დაპირისპირების შედეგად ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენლებმა განიცადეს დანაკარგი დონეცკის აეროპორტზე, გორლოვკაზე, კომსომოლსკსა და ვოლნოვახზე საარტილერიო იერიშების შედეგად. რუსმა უფლებადამცველმა ელენა ვასილიევამ, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში რუსი სამხედროების დაღუპვის გარემოებებს იძიებს, ორშაბათს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეებში დონბასში 382 რუსი სამხედრო დაიღუპა და დაახლოებით 500 დაიჭრა.

XS
SM
MD
LG