Accessibility links

logo-print

იაპონიის პრემიერი ექსტრემისტებისაგან მოითხოვს მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას


იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე „მიუტევებელს" უწოდებს ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოს" მუქარას, რომ მოკლავს ორ იაპონელ მძევალს. აბემ 20 იანვარს იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ექსტრემისტებისაგან მოითხოვს მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია „ისლამური სახელმწიფოს“ მუქარა ორი იაპონელის დახოცვით, თუ მათ გამოსასყიდად 72 საათში არ გადაიხდიან 200 მილიონ დოლარს. ვიდეოზე მძევლებთან ერთად ჩანს დანით შეიარაღებული, შავებში შემოსილი მამაკაცი, რომელიც აკრიტიკებს იაპონიის მხარდაჭერას ისლამისტ ექსტრემისტებთან აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის ბრძოლის მიმართ.

XS
SM
MD
LG