Accessibility links

logo-print

რუსეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო თანამშრომლობაზე


რუსეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებას. დოკუმენტს ხელი მოაწერეს 20 იანვარს, თეირანში რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ვიზიტისას. რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, შოიგუმ განაცხადა, რომ შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, სამხედრო მოსამსახურეების გაცვლას მათ გასაწვრთნელად და ორი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის უფლების მიცემას, უფრო ხშირად ისარგებლონ ერთმანეთის ნავსადგურებით. მინისტრებს არ უხსენებიათ რაიმე შეთანხმება იარაღის მიწოდების შესახებ.

XS
SM
MD
LG