Accessibility links

იური ვაზაგაშვილი გარდაცვლილი იპოვეს


საქართველოში, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში გარდაცვლილი იპოვეს იური ვაზაგაშვილი - თბილისში 2006 წელს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ის შვილის საფლავთან იპოვეს. როგორც იუწყებიან, ვაზაგაშვილის სიცოცხლე შეიწირა აფეთქებამ, რომლის შესახებაც სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს, საფლავი დანაღმული იყო. საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იური ვაზაგაშვილი ახალი ხელისუფლებისგან მოითხოვდა თავისი შვილის მკვლელობის ხელახლა გამოძიებას. მას დაფუძნებული ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია “გადაარჩინე სიცოცხლე”.

XS
SM
MD
LG