Accessibility links

logo-print

უკრაინაში დაიწყო ნაწილობრივი მობილიზაცია


უკრაინაში ნაწილობრივი მობილიზაცია დაიწყო. შესაბამის ბრძანებულებას 19 იანვარს მოაწერა ხელი პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, რის შემდეგაც დოკუმენტი 20 იანვარს გამოქვეყნდა პარლამენტის ოფიციალურ გაზეთ „უკრაინის ხმაში“ და ძალაში შევიდა. ამ ბრძანებულებით, მობილიზაცია სამ ეტაპად ჩატარდება და 210 დღე გაგრძელდება. მობილიზაცია შეეხება 20-დან 27 წლამდე ასაკის მამაკაცებს. 2015 წელს იგეგმება 100 ათასამდე ჯარისკაცის გაწვევა. მიზეზად სახელდება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საფრთხე, რომელსაც იწვევს "რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები".

XS
SM
MD
LG