Accessibility links

სომხური ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ რუს ჯარისკაცს სომხეთში გაასამართლებენ


რუსეთის განცხადებით, სომხეთში ერთი ოჯახის შვიდი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ რუს ჯარისკაცს სომხეთის ტერიტორიაზე გაასამართლებენ. თუმცა, მედიაში გავრცელებული ცნობებით, ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვი რუსეთის სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარდგება. ეს განცხადება, სავარაუდოდ, ვერ დაამშვიდებს დემონსტრანტებს, რომლებიც მოითხოვენ, რომ გასასამართლებლად სომხეთს გადაეცეს შვიდი ადამიანის, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ჯარისკაცი. ოფიციალური პირების განცხადებით, პერმიაკოვამა აღიარა მკვლელობები, რომლებსაც სომხეთში მღელვარე აქციები მოჰყვა.

XS
SM
MD
LG