Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უარყოფს ბრალდებას უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ


რუსეთი უარყოფს კიევის მორიგ ბრალდებას აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, იგორ კონაშენკოვმა „სრული უაზრობა“ უწოდა უკრაინის ბრალდებას. კონაშენიკოვის თქმით, „კრიტიკას ვერ უძლებს“ კიევის 19 იანვრის განცხადება უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შენაერთების გადასვლის შესახებ. უკრაინელი სამხედროების მონაცემებით, 19 იანვრის დილას 700-მდე რუსმა ჯარისკაცმა გადაკვეთა რუსეთ-უკრაინის საზღვარი სეპარატისტების მხარეს საბრძოლველად. ბოლო დღეებში ბრძოლა გააქტიურდა დონეცკის აეროპორტზე კონტროლის დასამყარებლად. უკრაინელმა სამხედროებმა 19 იანვარს გამოაცხადეს, რომ ჯარისკაცებმა კონტროლი აღადგინეს თითქმის მთელ აეროპორტზე, რომელიც გასულ კვირებში სეპარატისტების ხელში იყო გადასული. ხოლო სეპარატისტები ირწმუნებიან, რომ უკრაინის არმიამ წარუმატებლად სცადა დონეცკის აეროპორტის დაპყრობა.

XS
SM
MD
LG