Accessibility links

logo-print

ბერლინში გაიმართება მინისტრების შეხვედრა უკრაინის კონფლიქტზე სასაუბროდ


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, ის და მისი უკრაინელი, რუსი და ფრანგი კოლეგები 21 იანვარს ბერლინში შეიკრიბებიან უკრაინის კონფლიქტის განმუხტვაზე მოსალაპარაკებლად. შტაინმაიერის განცხადებით, „მთავარი მიზანია სამხედრო კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავებისა და კიევსა და მოსკოვს შორის მორიგი პოლიტიკური ესკალაციის თავიდან აცილება“. ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრა ბერლინში 12 იანვარს გაიმართება. ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლა გააქტიურდა დონეცკის აეროპორტზე კონტროლის დასამყარებლად. რუსეთმა 20 იანვარს უარყო კიევის ბრალდება, რომ მოსკოვმა 700-მდე ჯარისკაცი გააგზავნა აღმოსავლეთ უკრაინაში. ასევე 20 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გააძლიეროს თავისი შეიარაღებული ძალები სუვერენიტეტის დასაცავად ქვეყნებისაგან, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნან მოსკოვს.

XS
SM
MD
LG