Accessibility links

logo-print

ობამამ ყოველწლიურ მიმართვაში ამერიკის ეკონომიკის გაჯანსაღებაზე ილაპარაკა


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ყოველწლიურ მიმართვაში ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ განაცხადა, რომ ამერიკაში ფინანსური კრიზისი დასრულდა და თქვა, რომ ეკონომიკური პოლიტიკა ყოველი ამერიკელის სასარგებლოდ იმუშავებს. ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ უმუშევრობის დონე ახლა უფრო დაბალია, ვიდრე კრიზისის დაწყებამდე იყო და ის 5,6 პროცენტს შეადგენს. „დღეს, ამერიკისათვის გარდამტეხი წლის შემდეგ, ჩვენი ეკონომიკა იზრდება და ქმნის სამუშაო ადგილებს ყველაზე სწრაფად, რაც კი 1999 წლის შემდეგ ყოფილა. უმუშევრობა ამერიკაში არის უფრო დაბალი, ვიდრე ის იყო ფინანსურ კრიზისამდე. მეტი ბავშვი ამთავრებს სასწავლებელს, მეტი ადამიანია დაზღვეული, ვიდრე ოდესმე ყოფილა. დღეს ჩვენ უფრო თავისუფალი ვართ დამოკიდებულებისგან საზღვარგარეთულ ნავთობზე, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში ვყოფილვართ“ - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. საერთაშორიო პოლიტიკის მიმოხილვისას ბარაკ ობამამ თქვა, რომ ახლა საჭიროა „უფრო ჭკვიანური მმართველობა, რომელიც სამხედრო ძალისა და ძლიერი დიპლომატიის ნაზავს ნიშნავს“. ობამამ განაცხადა, რომ შეებრძოლება ტერორისტებს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, პაკისტანში თუ პარიზის ქუჩებში და აშშ-ის კონგრესს ახალი სამხედრო უფლებები მოსთხოვა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად. ამერიკის პრეზიდენტის თქმით სანქციები, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობამ დააწესა რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს. „ამერიკა ძლიერია და დგას თავის მოკავშირეებთან ერთად, რუსეთი კი იზოლირებულია და მისი ეკონომიკა დანგრეულია - განაცხადა ბარაკ ობამამ. ეს იყო ობამას მეექვსე მიმართვა ქვეყანაში არსებული ვითრების შესახებ და პირველი მოხსენება, რომელიც ობამამ გააკეთ რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადი სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წინაშე.

XS
SM
MD
LG