Accessibility links

logo-print

არასამთავრობოების ნაწილმა იური ვაზაგაშვილის სიკვდილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა


არასამთავრობო ორგანიზაციებმა „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა“, „საზოგადოებრივმა დამცველმა” და „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას "სწრაფი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების" უზრუნველყოფისკენ მოუწოდეს. “საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გათვალისწინებით უმნიშვნელოვანესია პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მაღალპროფესიულად წარმართვა. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენი პირები უმკაცესრად დაისჯებიან კანონის მთელი სიმკაცრით“ - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG