Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: აშშ-ს სურს მსოფლიოში „დომინირება“


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეფასებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის შესახებ აჩვენებს, რომ შეერთებულ შტატებს მსოფლიოში „დომინირება“ სურს. როგორც ლავროვმა მოსკოვში 21 იანვარს, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე თქვა, შეხედულება, რომ „ჩვენ ვართ პირველები და ყველა დანარჩენმა ეს უნდა აღიაროს“ არის შეერთებული შტატების „ფილოსოფიის“ ქვაკუთხედი, რაც აისახა კიდეც ობამას გამოსვლაში. ლავროვის სიტყვებით, თითქოს შეერთებული შტატების „გენეტიკურ კოდში“ იყოს დანარჩენი მსოფლიოსთვის პირობების კარნახი. აშშ-ის პრეზიდენტის მოხსენებაზე ლავროვის ეს გამოხმაურება არის ერთგვარი გაგრძელება განცხადებებისა, რომლებსაც ბოლო წლებში აკეთებენ რუსი ოფიციალური პირები, მათ შორის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, უკრაინის გამო დასავლეთთან დაძაბულობის გამწვავების ფონზე.

XS
SM
MD
LG