Accessibility links

logo-print

ავღანეთში არმიის ბოლო ოპერაციის დროს მოკლეს 23 თალიბი


ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამ რეგიონში თალიბების საწინააღმდეგო ოპერაციების შედეგად მოკლეს 23 ექსტრემისტი. 21 იანვარს დილით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თალიბები ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დახოცეს ყანდაარის, კუნდუზისა და კაპისის პროვინციებში. დაიღუპა ავღანეთის ეროვნული არმიის ორი ჯარისკაცი. ეს განცხადება გავრცელდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა აღმოსავლეთში მდებარე კუნარის პროვინციაში ერთთვიანი ოპერაციის დასრულების თაობაზე. სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაციის დროს დახოცეს 261 ექსტრემისტი, მათ შორის უცხოელები. საბრძოლო მოქმედებები მიმართული იყო ექსტრემისტების წინააღმდეგ, რომლებიც დეკემბერში თავს დაეხსნენ პაკისტანის საზღვართან მდებარე დანგამის რაიონს. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კუნარში ოპერაციის შედეგად დაიღუპა 17 და დაიჭრა 45 ჯარისკაცი.

XS
SM
MD
LG