Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში დაკრძალეს გიუმრიში მოკლული ექვსი თვის ბიჭი


სომხეთში დაკრძალეს ექვსი თვის ბიჭი, რომელმაც სასიკვდილო ჭრილობები მიიღო გასულ კვირაში, როცა სავარაუდოდ რუსმა ჯარისკაცმა ქალაქ გიუმრიში დახოცა მისი ოჯახის ექვსი წევრი. მკვლელობები 12 იანვარს მოხდა, ხოლო ჩვილი, სერიოჟა ავეტისიანი 19 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოფიციალური პირების ცნობით, რუსმა ჯარისკაცმა ვალერი პერმიაკოვმა აღიარა მკვლელობები. რუსეთმა 20 იანვარს გამოაცხადა, რომ მას სომხეთის ტერიტორიაზე გაასამართლებს რუსეთის სამხედრო ტრიბუნალი.

XS
SM
MD
LG