Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ბერლინში შეხვდება გერმანიის კანცლერს


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დღეს ბერლინში შეხვდება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს. ორი ლიდერი იმსჯელებს ენერგეტიკის პოლიტიკასა და სხვა საკითხებზე. უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩმა“ მერკელს მოუწოდა, ალიევისაგან მოითხოვოს დაკავებული ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და პოლიტიკური ოპონენტების გათავისუფლება და ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი ევროკავშირთან აზერბაიჯანის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განვითარებასა და ზემოხსენებულ პატიმართა გათავისუფლებას შორის. „ჰიუმან რაითს უოჩის“ მონაცემებით, 2014 წელს აზერბაიჯანში დააპატიმრეს ხელისუფლების 34 ოპონენტი და მიიღეს კანონები, რომელთა საფუძველზეც ოპონენტები იდევნებიან. აზერბაიჯანში დაკავებულ ჟურნალისტებს შორის არის ჩვენი რადიოს თანამშრომელი ხადიჯა ისმაილოვაც. დეკემბერში სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს და დალუქეს რადიო თავისუფლების ბაქოს ბიურო.

XS
SM
MD
LG