Accessibility links

logo-print

უკრაინაში გაიმართა დონეცკში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის სამოქალაქო პანაშვიდი


უკრაინაში გაიმართა დონეცკში საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპული საქართველოს მოქალაქის, თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი. კიევის ცენტრში გამართულ ცერემონიას დაესწრნენ უკრაინელი სამხედროები, ქართველი მებრძოლები და საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომლის წევრებს შორისაც არიან თედო ჯაფარიძე, ვიქტორ დოლიძე, დავით დარჩიაშვილი და დავით საყვარელიძე. თამაზ სუხიაშვილს, რომელიც გასულ კვირაში დონეცკის აეროპორტის შტურმისას დაიღუპა, საქართველოში ამაღამ გადაასვენებენ.

XS
SM
MD
LG