Accessibility links

ალიევი უარყოფს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევით გამოწვეულ კრიტიკას


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უარყოფს უფლებების დარღვევით გამოწვეულ კრიტიკას და აცხადებს, რომ აზერბაიჯანში „გარანტირებულია“ პრესის თავისუფლება და ადამიანის დანარჩენი უფლებების დაცვა. ალიევმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ბერლინში, გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან 21 იანვარს შეხვედრის შემდეგ. ალიევმა ისაუბრა ასევე აზერბაიჯანელების ფართო მხარდაჭერაზე - მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა „დაამტკიცა“, რომ ხალხი მას მხარს უჭერს. აზერბაიჯანში როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნები მკაცრად იქნა გაკრიტიკებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ალიევთან შეხვედრამდე, გერმანიის კანცლერს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩმა“ მოუწოდა, საუბრის დროს წამოეჭრა აზერბაიჯანში ჟურნალისტებს, უფლებადამცველებისა და ოპოზიციონერი აქტივისტების დაპატიმრების პრობლემა.

XS
SM
MD
LG