Accessibility links

logo-print

პოროშენკო აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება 9000 რუსი ჯარისკაცი


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე 9000-მდე რუსი ჯარისკაცი იმყოფება და მოითხოვა მათი დაუყოვნებლივ გაყვანა. პოროშენკომ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, მოსკოვს მოუწოდა მინსკის სამშვიდობო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების დაუყოვნებლივ შესრულებისაკენ, უკრაინასთან რუსეთის საზღვრის ჩაკეტვისაკენ და უკრაინის ტერიტორიიდან ყველა უცხოელი ჯარისკაცის გაყვანისაკენ. პოროშენკოს თქმით, რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე ამჟამად ჰყავს 9000-ზე მეტი ჯარისკაცი, 500-მდე ტანკი, მძიმე არტილერია და ჯავშანტრანსპორტიორები. რუსეთის ასეთი მოქმედება პოროშენკოს „აგრესიის აშკარა ფორმად“ მიაჩნია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უსაფუძვლო უწოდა ბრალდებებს.

XS
SM
MD
LG