Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში იმართება მუსლიმი მიგრანტების მოწინააღმდეგეთა და მხარდამჭერთა აქციები


გერმანიის ქალაქ ლაიფციგში ათიათასობით ადამიანის მოელიან მუსლიმი მიგრანტების მოწინააღმდეგეთა და მხარდამჭერთა აქციებზე. ერთ-ერთ დემონსტრაციას მართავს მოძრაობა „პეგიდა“ (პატრიოტი ევროპელები დასავლეთის ისლამიზაციის წინააღმდეგ). თუმცა, ორგანიზატორების ვარაუდით, მეტი ადამიანი შეიკრიბება „პეგიდას“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე. ოფიციალური ინფორმაციით, 21 იანვარს ლაიფციგის ცენტრში თავს მოიყრის 100 ათასამდე ადამიანი. 19 იანვარს „პეგიდამ“ გააუქმა დემონსტრაცია დრეზდენში - ქალაქში, რომელშიც ის შეიქმნა და რომელშიც უკვე 12 აქცია გამართა. დრეზდენის პოლიციამ აქციები აკრძალა მას შემდეგ, რაც მოკვლით დაემუქრნენ „პეგიდას“ თანადამაარსებელს, ლუც ბახმანს.

XS
SM
MD
LG