Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ანტიისლამური მოძრაობის ლიდერი გადადგა


გერმანიის ანტიისლამური მოძრაობის - „პედიგას“ ლიდერი ლუც ბახმანი გადადგა. 41 წლის ბახმანმა, რომელიც ქურდობისთვის არის ნასამართლევი, პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა მას შემდეგ, რაც მისი ფოტო, ადოლფ ჰიტლერის ულვაშითა და ვარცხნილობით ყოველდღიური „ბილდის“ პირველ გვერდზე გამოქვეყნდა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავის „ფეისბუკის“ გვერდზე მან ლტოლვილებს „ცხოველები“ და „ნაძირლები“ უწოდა. „პედიგას“ თანადამფუძნებელმა კეთრინ ოირტელმა განაცხადა, რომ ბახმანის გადადგომა არ უკავშირდება „ბილდში“ გამოქვეყნებულ ფოტოს, არამედ მის გამონათქვამებს ლტოლვილებზე. დრეზდენში სახელმწიფო ბრალმდებლებმა განაცხადეს, რომ დაწყებულია წინასწარი მოკვლევა იმის გადასაწყვეტად - დასდონ, თუ არა ბახმანს ბრალი რასობრივი სიძულვილის გაღვივებაში. ბახმანი გადადგა 21 იანვარს ლაიფციგში გამართული აქციების ფონზე. დაახლოებით 100 ათასი ადამიანი მონაწილეობდა აქციებში, რომლებიც ერთდროულად გამართეს როგორც მუსულმანი ლტოლვილების მომხრეებმა, ისე გერმანიაში მათი ყოფნის მოწინააღმდეგეებმა.

XS
SM
MD
LG