Accessibility links

ქურთმა მეომრებმა გადაკეტეს "ისლამური სახელმწიფოს" მომარაგების მთავარი გზა


ერაყის ჩრდილოეთში ქურთთა ძალებმა მასშტაბური იერიში განახორციელეს „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე. გავრცელებული ინფორმაციით, ფეშმერგას მეომრებმა წინ წაიწიეს ხუთი მიმართულებიდან და დაიკავეს მაკონტროლებელი პოზიცია მნიშვნელოვან გზაგასაყარზე კისკეში, მოსულიდან 40 კილომეტრში. ქურთ მეომრებს იერიშის დროს საჰაერო დარტყმებით ეხმარებოდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მოქმედი კოალიციის ძალები. საჰაერო იერიშები სახმელეთო იერიშამდე ერთი დღით ადრე დაიწყო და 21-ში მის პარალელურადაც გაგრძელდა. ქურთი მეომრების მიერ პოზიციების დაკავებით ჩაიკეტა „ისლამური სახელმწიფოს“ მომარაგების მთავარი გზა, რომელიც მოსულსა და ტალ აფარს აკავშირებს. ანალიტიკოსების აზრით, თუკი ქურთი მეომრები მოახერხებენ პოზიციების შენარჩუნებას, შესაძლებელი გახდება მოსულის იზოლაცია ტალ აფარისგან

XS
SM
MD
LG