Accessibility links

logo-print

დონეცკში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა


პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტებისა და რუსეთის მედიის ცნობით, სულ ცოტა 5 ადამიანი ემსხვერპლა აფეთქებას დონეცკში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე. „ინტერფაქსი“, დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელ ედუარდ ბასურინზე დაყრდნობით, ავრცელებს ცნობას, რომ წინასწარი ინფორმაციით, 9 ადამიანია დაღუპული. სეპარატისტების კიდევ ერთ წარმომადგენელს უთქვამს, რომ 5 ადამიანია დაღუპული. პარალელურად სამთავრობო არხ „როსსია-24“-მა გაავრცელა ცნობა 13 ადამიანის დაღუპვის შესახებ. აფეთქების მიზეზი არ არის დაზუსტებული, თუმცა, ზოგიერთი ცნობით, ტროლეიბუსს, ან ავტობუსს ჭურვი ესროლეს.

XS
SM
MD
LG