Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში გაიმართება „ისლამური სახელმწიფოს“ საწინააღმდეგო კოალიციის წევრების შეხვედრა


ლონდონში დღეს იმართება შეხვედრა იმ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, რომლებიც მონაწილეობენ აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ, „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტთა საწინააღმდეგო კოალიციაში. მოლაპარაკებას მასპინძლობენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფილიპ ჰემონდი. ეს კოალიციის წევრთა პირველი შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც ამ თვეში პარიზში მომხდარ თავდასხმებს 17 ადამიანი ემსხვერპლა. „ტერორისტებს ჩვენი გახლეჩა სურთ, მაგრამ სინამდვილეში მათ ქმედებებს საპირისპირო შედეგი მოჰყვა, ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავერთიანდითო“, განაცხადა კერიმ ვაშინგტონში, ლონდონში გამგზავრების წინ, 21 იანვარს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება უცხოელი მებრძოლების საკითხი, შეიქმნება ექსპერტების სამუშაო ჯგუფი, რომელიც გაცვლის ინფორმაციას ექსტრემისტებისთვის მოგზაურობის შეზღუდვის თაობაზე. ევროპოლის შეფასებით, ევროკავშირის 5,000-მდე მოქალაქეა წასული სირიასა და ერაყში, ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად.

XS
SM
MD
LG